ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 6 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.74 თეთრით გამყარდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.0890 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0964 ლარი იყო. 

ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.71 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.4952 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5023 ლარი იყო.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.2252 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტთან, რომელიც 4.1803 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 7 იანვრიდან შევა.

კომენტარები