კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 567 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.65%-ია

COVID 19-ით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 567 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 105 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.18% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.43%.

ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა - 460, იმერეთი - 325, ქვემო ქართლი - 175, შიდა ქართლი - 220, გურია - 141, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი -61, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -6.

ამ ეტაპზე, 26 255 აქტიური შემთხვევაა. 1 120 მძიმე პაციენტია, აქედან 264 მძიმე პაციენტია. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი  949 176 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გარდაიცვალა 14 082 და გამოჯანმრთელდა  908 813 მოქალაქე.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები