ლარი

დოლარის ღირებულება 2.54 ლარამდე შემცირდა

ეროვნული ვალუტა სწრაფ გამყარებას განაგრძობს. 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად დოლარის ოფიციალური კურსი 2.54 ლარამდე შემცირდა, რაც აქამდე მოქმედ კურსს 1.9 თეთრით ჩამოუვარდება. 

ლარი ევროსთან მიმართებით დღეს 2.7 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ევროს კურსი გასული თვის განმავლობაში პირველად, 3 ლარს ჩამოსცდა. ახალი კურსით ერთი ევრო 2.99 ლარი ღირს.

კომენტარები