ყაზახეთი

ყაზახეთში საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა

ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

თოყაევმა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ყოფილი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ალიხან სმაილოვი დანიშნა. მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი წევრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელებენ.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქიცები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

განსაკუთრებით დაძაბული ვითარება იყო ყაზახეთის ყველაზე დიდ ქალაქ ალმათში, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა ალმათისა და მანგისაუტსკის რაიონში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.

დაპირისპირებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, 200-მდე ადამიანი კი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს.

კომენტარები