აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში მესაზღვრემ საკუთარი დივიზიის 3 წევრი მოკლა

აზერბაიჯანში მესაზღვრემ, ელხან ავაზლიმ სამსახურეობრივი იარაღით საკუთარი დივიზიის წევრებს ესროლა. შედეგად დაიღუპა სამი სამხედრო.

ელხან ავაზლიმ ინციდენტის შემდეგ იარაღი დააგდო და ადგილიდან გაქცევა სცადა. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული გამოცემის თანახმად, დაიღუპნენ უფროსი ლეიტანტი იუსიფ ისმაილოვი, უმცროსი სერჟანტი ამილ ჯალილზადე და უმცროსი სერჟანტი რაფაილ იბრაგიმოვი.

გენერალური პროკურატურის ინფორმაიცით, ავაზლი 3 იანვრის ღამეს ლაჩინის რაიონის სოფელ მალახალაფში დააკავეს.

კომენტარები