კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 67 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 590 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.13%-ია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 590 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 67 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა - 1 955.  ჩატარდა 39 315 ტესტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.13%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.67% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.26%.

გამოვლენილი ინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 569 შემთხვევა, აჭარა - 366, იმერეთი - 505, ქვემო ქართლი - 149, შიდა ქართლი - 199, გურია - 222, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 235, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -93, სამცხე-ჯავახეთი - 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.

23 235 აქტიური შემთხვევაა. 1 111 მძიმე პაციენტია, აქედან  269 - ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 942 173 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გარდაიცვალა 14 009 და გამოჯანმრთელდა  904 903 მოქალაქე.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები