ინფლაცია

თურნავა: ჩვენ შეგვწევს უნარი, მოვთოკოთ ინფლაცია მომავალი წლის ბოლოს

მაღალი ფასები ყველაზე მტკივნეულია სწორედ გაჭირვებული მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ერთჯერადი პრობლემა, მოდი, ასე ვთქვათ. არასოდეს წინა წლებში ფასებისა და ინფლაციის პრობლემა გლობალურად არ იყო ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც სახელდებოდა. კი, ყოველთვის ვამბობდით, რომ სიღარიბის პრობლემა არსებობს და უდნა ვებრძოლოთ, მეტი დასაქმება გვინდა და ა.შ. მაგრამ ინფლაცია წინა წლებში არასდროს ყოფილა პრობლემა. თუ გადავხედავთ ბოლო ათწლეულს საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3-4% იყო, ეს, დაახლოებით, ევროპული დონეა. არ ყოფილა ეს N1 პრობლემა. გაჩნდა ეს პრობლემა 2020 წელს და 2021 წელს გამძაფრდა, იმიტომ, რომ პანდემიამ მოიტანა, სხვა რა მოხდა განსხვავებული 2020-ში და 2021-ში, რაც არ მომხდარა წინა ათწლეუში? მხოლოდ და მხოლოდ პანდემია. 

[...] ჩვენ შეგვიძლია და შეგვწევს უნარი,  მოვთოკოთ ინფლაცია უკვე მომავალი წლის ბოლოს. სწორედ ეს არის ეროვნული ბანკის პროგნოზით, მომავალი წლის ბოლოს ინფლაცია ისევ 3-4%-იან, ნორმალურ ნიშნულზე დავა. ეს არის პანდემიასთან ერთად მოსული პრობლემა, ეს იმას ნიშნავს, რომ რაიმე სხვა სერიოზული, ფუნდამენტური საფუძველი ჩვენს ეკონომიკაში, ჩვენს პოლიტიკაში ინფლაციისთვის არ არსებობს. ჩვენი ეკონომიკა კვლავ ჯანსაღია, აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა არის მართლაც ამ კონკრეტული გამოწვევით განპირობებული.

ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა პალიტრანიუსთან ინტერვიუში.

კომენტარები