პოლიტიკური კრიზისი

რულოვსი ზურაბიშვილზე: მიხარია, რომ მიხვდა, ამ ორბანაკიანი პოლარიზაციით წინ ვერ წავალთ

იმედით ვუყურებ და მიხარია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, ამ ორბანაკიანი პოლარიზაციის მძიმე ფონზე ვერ მივდივართ წინ, თვითონაც შეწუხდა და კარგი ფორმაც აირჩია, რომ ჯერ საზღვარგარეთ თქვა და შემდეგ აქ შესრულებაზე დაიწყო საუბარი. ის ამბობს, რომ არის ხანგრძლივი პროცესი, თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა დრო არ გვაქვს, ირგვლივ ტერიტორიებსაც ვკარგავთ ყოველდღე, რუსული გავლენაც იზრდება, ბევრი ფაქტორია, რის გამოც ეს მალე უნდა მოხდეს. ქალბატონმა სალომემ სწორად თქვა, რომ საჭიროა ერთმანეთის მოსმენა, იმიტომ, რომ ხშირად ასეთი პოლარიზაციის დროს, ერთმანეთის შესახებ არ იცით საკმარისად და როდესაც ერთად დაჯდებით და ისაუბრებთ რაღაც საერთო თემებზე, მერე თურმე ასეთი დიდი დისტანცია არ ყოფილა ჩვენს შორის. ასეთი უნდა გახდეს ეს პროცესი და მე იმედი მაქვს რომ ამას მიაღწევს.

თქვა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". ამ პროცესის ფარგლებში პრეზიდენტი პოლიტიკოსებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს ხვდება.

კომენტარები