საქართველოს პარლამენტი

საპატრიარქო: კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე დალოცა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დალოცა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"2021 წლის 29 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი დალოცა და საჩუქრად ხატი გადასცა. პარლამენტის თავმჯდომარე უწმინდესს მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ეწვია". – წერს საპატრიარქო.

პარლამენტმა შალვა პაპუაშვილი თავმჯდომარედ 29 დეკემბერს აირჩია.  24 დეკემბერს კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა და დეპუტატის მანდატიც დატოვა. კუჭავა ამბობს, რომ "მნიშვნელოვან პროექტზე" იმუშავებს. 

შალვა პაპუაშვილი მმართველი პარტიის ახალი სახეა, რომელიც გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეუერთდა. ის ქართული ოცნების გამორჩეულად წინააღმდეგობრივი ფიგურაა. საჯარო სივრცეში გატარებული მცირე დროის მიუხედავად, მისი პოლიტიკური რეპუტაცია სამოქალაქო ინსტიტუტებზე თავდასხმას დაუკავშირდა.

კომენტარები