მე-10 მოწვევის პარლამენტი

პაპუაშვილი კუჭავაზე: ის ჩვენი გუნდიდან და, მით უმეტეს, ჩემი ცხოვრებიდან არ გამქრალა

პირველ რიგში, მიხარია ის თბილი სიტყვები, რომლებიც თქვენგან [დეპუტატებისგან] ისმის ბატონი კახა კუჭავას მიმართ. ვფიქრობ, ეს სამაგალითოა - როგორც თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ, ისე ის ღირსეული თავმჯდომარეობა, რომელიც გასწია კახა კუჭავამ. კახასთან მე მაკავშირებს 20 წლიანი მეგობრობა, ამიტომ აქვე გეტყვით, რომ ის არც ჩვენი გუნდიდან გამქრალა და მით უმეტეს, ჩემი ცხოვრებიდან არ გამქრალა.

ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გირჩის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის კითხვას, თუ რატომ გადადგა კახა კუჭავა.

კომენტარები