ადამიანის გაყინვა

კალაძე: გაყინვის შედეგად გარდაცვლილი ადამიანი უსახლკარო არ ყოფილა

ძალიან სამწუხარო ფაქტის მომსწრენი გავხდით რამდენიმე დღის წინ, ე.წ. დეზერტირების ბაზარში გარდაცვლილი იპოვეს ადამიანი, ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა ისევ სიცრუის, დეზინფორმაციის საბაბად გამოიყენა და საზოგადოებას ამცნო, რომ თურმე გარდაცვალების მიზეზი სხეულის გაყინვა გახდა, რადგან ეს პიროვნება იყო უსახლკარო და ღამეს ათევდა ღია ცის ქვეშ. პირველი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, არის ის, რომ სინამდვილეში, გარდაცვლილი პიროვნება არ ყოფილა უსახლკარო, მას სახელმწიფოს მხრიდან მიღებული აქვს კონკრეტული ბინა, მისამართიც ვიცით, თუმცა ამაზე მე ახლა არ ვისაუბრებ, თავს შევიკავებ. რასაკვირველა, ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ პროფესიას და მაყურებელს, პირველ რიგში, დაელოდებოდა ექსპერტიზის დასკვნას, გადაამოწმებდა შესაბამის უწყებაში ნამდვილად უსახლკაროდ ითვლებოდა თუ არა გარდაცვლილი და ამის შედეგ გაავრცელებდა ინფორმაციას.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კომენტარები