კორონავირუსი

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო ადამიანებისთვის იზოლაციის ვადა შემცირდა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო ადამიანებისთვის იზოლაციის ვადა 10-დან 5 დღემდე შეამცირა. იზოლაციის შემდეგ კი მათ მომდევნო 5 დღის განმავლობაში პირბადის როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში პირბადის ტარება მოუწევთ.

CDC-ის გადაწყვეტილების მიზეზად მეცნიერულ მტკიცებულებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც უმეტეს შემთხვევაში ინფიცირების გადაცემა დაავადების საწყის ეტაპზე, სიმპტომების გამოვლენამდე 1-2 დღით ადრე და გამოვლენიდან 2-3 დღის განმავლობაში ხდება.

გარდა ამისა, იზოლაციის ვადები 10-დან 5 დღემდე მცირდება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინირებულები არიან და კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც ვაქცინის ბუსტერ დოზაც აქვთ გაკეთებული შესაძლოა იზოლაცია საერთოდ არ მოუწიოთ.

კომენტარები