საქართველოში კორონავირუსით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 42 772 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 966 ადამიანი.
დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6.26%-ია, ბოლო 7 დღის - 5.02%, ბოლო 14 დღის კი 5.74%.
2 676 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 063 დადასტურდა, იმერეთში - 439, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 227, აჭარაში - 213, შიდა ქართლში - 171, კახეთში - 148, გურიაში - 142, ქვემო ქართლში - 110, მცხეთა-მთიანეთში - 75, სამცხე-ჯავახეთში - 75, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 43.
28 დეკემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 928 030 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 888 022 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 646 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 26 336 აქტიური შემთხვევაა.
1 275 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 581 მკურნალობს, აჭარაში - 121, იმერეთში - 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 297 ადამიანია, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 35, იმერეთში - 27.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



