ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: მართლა წარმატებული წელი იყო, ეკონომიკური ზრდით და 5 მილიონზე მეტი ვაქცინით

დღეს, თუ შევაფასებთ სად ვართ და შევაფასებთ, როგორ განვლეთ ეს პერიოდი, ალბათ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვით, რომ ჩვენ მართლა წარმატებული წელი გვქონდა. წელი დავხურეთ იმით, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გვაქვს 5 მილიონზე მეტი ვაქცინა, რომლითაც ჩვენს მოსახლეობას მივეცით არჩევანის საშუალება და მილიონი ადამიანი საკუთარი ნება-სურვილით აიცრა, უამრავი კამპანია ვაწარმოეთ ამასთან დაკავშირებით. მოვიგეთ არჩევნები, არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და კონკურენტულ გარემოში და ამის აღიარება ყველამ ერთად ვიხილეთ. მოვიგეთ ყველა მუნიციპალიტეტში, დავასრულეთ ეს პოლიტიკური, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, ყველა კითხვა მოიხსნა და მოიხსნა შესაძლო თეორიულ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. 

რაც მთავარია ჩვენ არჩევნების დღეს და წინა დღეს ქვეყანას ავარიდეთ ძალიან დიდი პროვოკაცია და მოსალოდნელი სისხლისღვრაც, არ მოვერიდები ამის თქმას, რადგან ჩვენ დეტალურად ვიცოდით მათი გეგმის შესახებ. ქვეყანა დამშვიდდა, დაწყნარდა, გვაქვს ძლიერი ფუნდამენტი, რომ გაცილებით წარმატებული იყოს 2022 წელი.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი, TV იმედის ეთერში.

კომენტარები