ალეკ ბოლდუინი

ბოლდუინი ოპერატორის გარდაცვალებაზე: დღე არ გავა ისე, რომ ამ ამბავზე არ ვიფიქრო

Befunky

ალეკ ბოლდუინმავიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ კიდევ ერთხელ ილაპარაკა.

"მინდა ვისარგებლო მომენტით და მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც გვერდში დამიდგა და გამამხნევა. ასობით მეილი მივიღე მეგობრებისგან, კოლეგებისგან, ნათესავებისგან, მათი სიტყვები ძალას მმატებს. ასევე სოციალურ ქსელებში ათასობით ადამიანი ამ რთული სიტუაციაში მხარს მიჭერს, რისთვისაც მადლობელი ვარ. მე ვცდილობ ეს ამბავი უკან მოვიტოვო, მაგრამ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იქ იყო ამის უკან მოტოვება შეუძლებელია, ვინაიდან ვიღაც ტრაგიკულად დაიღუპა და დღე არ გავა ისე, რომ ამ ამბავზე არ ვიფიქრო". – ამბობს მსახიობი.

22 ოქტომბერს, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

გადამღები ჯგუფის წევრმა, მეგი გოლმა გამოცემა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლსს უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ

მსახიობი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა, სამართალდამცავების ყველა კითხვას უპასუხა და შენობა დატოვა. ამ ეტაპზე გამოძიებას ბრალი არავისთვის წარუდგენია.

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. დაჭრილი რეჟისორის, ჯოელ სოუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.

მსგავსი უბედური შემთხვევა მოხდა 1993 წელს, ფილმ The Crow-ს გადასაღებ მოედანზე. სარეკვიზიტო პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მსახიობი ბრენდონ ლი იმსხვერპლა.

 

კომენტარები