ალეკ ბოლდუინი

"ჩაი**ით" - ალეკ ბოლდუინი პროპალესტინელ აქტივისტებს

telegraph.co.uk

ნიუ-იორკში მსახიობ ალეკ ბოლდუინსა და პროპალესტინელ აქტივისტებს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც მსახიობმა აქტივისტებს უყვირა - "ჩაი**ით". ალეკ ბოლდუინი ადგილიდან პოლიციის ესკორტმა გააცილა. 

ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ აქტივისტები ალეკ ბოლდუინს ისრაელის დაგმობას სთხოვდნენ. 

"მე მხარს ვუჭერ მშვიდობას ღაზაში" - უპასუხა ალეკ ბოლდუინმა, თუმცა თქვა რომ არ უპასუხებდა კითხვას ისრაელის დაგმობის შესახებ. 

ალეკ ბოლდუინი მანჰეტენზე მიდიოდა, როდესაც ის აქტივისტებმა იცნეს და ყვირილი დაუწყეს. ვიდეოში, სადაც ალეკ ბოლდუინის მიმართვა ჩანს ერთ-ერთი აქტივისტისამი, ისმის სიტყვები - "სულელურ კითხვებს სვამთ. გონივრული კითხვა დამისვით და გიპასუხებთ". 

ამის შემდეგ აქტივისტების ნაწილი ალეკ ბოლდუინს შენობის შესასვლელთან ელოდებოდა და გამოსვლისას უხამსი სიტყვებით მიმართავდნენ. 

"დიახ, ასე ნამდვილად დაეხმარებით პრობლემის გამომწვევ მიზეზს" - უთხრა ალეკ ბოლდუინმა აქტივისტებს. 

ალეკ ბოლდუინს საჯაროდ ამ შემთხვევაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები