კალიფორნია

კალიფორნიის შტატში შობის ღამეს ზვიგენის თავდასხმას სერფერის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში შობის ღამეს ზვიგენის თავდასხმას სერფერის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას შტატის ოფიციალური წარმომადგენლები ავრცელებენ. შემთხვევა ქალაქ მორო ბეის სანაპიროზე მოხდა, მოსახლეობას წყალში შესვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

"ეს საშნინელი უბედური შემთხვევაა. საბედნიეროდ ცუდი ამინდის გამო სერფინგისთვის შეუფერებელი პირობებია და ამჟამად სანაპიროზე ბევრი სერფერი არ არის, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით წყალში შესვლა მაინც ავკრძალეთ" - თქვა პორტის საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელმა ერიკ ენდერსბიმ CNN-თან საუბრისას.

ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. Los Angeles Times-ის ცნობით, მსხვერპლი 31 წლის მამაკაცია. თავდაპირველად მას მეორე სერფერი დაეხმარა და ნაპირზე გამოიყვანა. თუმცა სანაპიროზე გამოყვანის შემდეგ ის უკვე კომუნიკაციაზე აღარ რეაგირებდა და ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს.

მორო ბეის მიდამოებში ბოლო წლებში ზვიგენის თავდასხმა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა 2003 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა თავდასხმის შედეგად ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები