ლეგენდარული დიდი თეთრი ზვიგენი, რომელიც დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არსებაა, მყვინთავებმა ჰავაიზე შენიშნეს.
მათ თქვეს, რომ ზვიგენი 20 მეტრის სიგრძის მდედრია. ასაკი - დაახლოებით 50 წელი.
მყვინთავების ჯგუფმა, რომელიც ზვიგენებს იკვლევს, მასთან მიახლოება, გადაღება და ხელის მოკიდებაც კი შეძლო.
"Deep Blue მოვიდა და ჩვენს ნავს გაეხახუნა. შესაძლოა, ის ფეხმძიმედაა, ან იქნებ ექავება?", - წერია ერთ-ერთი მყვინთავის ინსტაგრამის გვერდზე - "მან მალევე გაცურა, თან ორი დელფინი ახლდა, რომლებიც მის ირგვლივ ცეკვავდნენ".