კორონავირუსით კიდევ 69 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 32 741 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 841 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.07%, ბოლო 14 დღის – 5.93%, ბოლო 7 დღის – 5.21%.
ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 836 შემთხვევა, აჭარა - 147, იმერეთი - 228, ქვემო ქართლი - 79, შიდა ქართლი - 56, გურია - 42, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი -94, მცხეთა-მთიანეთი -42, სამცხე-ჯავახეთი - 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 967-ია, საიდანაც 5 121 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტია 1 245 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 301 მოქალაქე.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.





