სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული და უკანონოდ დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე გათავისუფლებულია.
"საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზი”. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს", – აცხადებენ სუს-ში.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე გუშინ უკანონოდ დააკავეს.
სუს-ის ცნობით, ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე გააქტიურებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.



![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)

