ბელარუსი

მინსკმა რადიო თავისუფლება "ექსტრემისტულ" ორგანიზაციად გამოაცხადა

ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა რადიო თავისუფლების ადგილობრივი სერვისი, რადიო Радио Свобода, ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით, Радио Свобода-ს ონლაინ გამომწერს კანონით, შესაძლოა, მაქსიმუმ, 6-წლიანი პატიმრობაც კი მიესაჯოს. 

რადიო სვაბოდას საიტი ბელარუსში 2020 წლის 21 აგვისტოს დაბლოკეს, იმავე წლის ოქტომბერში კი უცხოური გამოცემებისთვის მომუშავე ადგილობრივ ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერეს. 

"ჩვენ ვგმობთ ბელარუსის მთავრობის მიერ გულწრფელი ჟურნალისტიკის კრიმინალიზაციისა და ბელარუსი ხალხისთვის სიმართლის წართმევის კამპანიას. ჩვენ უარვყოფთ რეჟიმის ამ მოკერებულ იარლიყს, Радио Свобода არაა ექსტრემისტული ორგანიზაცია", - ამბობს რაიდო თავისუფლების პრეზიდენტი, ჯემი ფლაი.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციების ფონზე, ასობით ტელეგრამის არხი თუ ბლოგი “ექსტრემისტულად” შეფასდა. 

მოსახლეობა 2020 წლის არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ლუკაშენკოს მორიგ გამარჯვებას აპროტესტებდა. ოპოზიციონერი ლიდერებმა ან ქვეყანა დატოვეს, ან დაკავებულები არიან. არჩევნებზე ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე სვეტლანა ტიხანოვსკაია არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა მან ქვეყანა მალევე დატოვა. ტიხანოვსკაია ახლა ლიტვაში ცხოვრობს. მისმა ოფისმა "ბელარუსის დემოკრატიის ოფიციალური წარმომადგენლობის" სტატუსი მიიღო. ბელარუსის დატოვების შემდეგ ის აქტიურად ხვდება მსოფლიო ლიდერებს.

სოციალურ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ივლისის დასაწყისიდან დაწყებული რეიდების შემდეგ, მთავრობამ 56-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა.

კომენტარები