ნარკოდანაშაული

5კგ ჰეროინი, 2კგ კოკაინი – საქართველოს მასშტაბით 12 ნარკორეალიზატორი დააკავეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხოლოდ დეკემბრის თვეში, ნარკოდანაშაულისთვის თბილისსა და რეგიონებში 12 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ი. ჯ., 1 967 წელს დაბადებული ს. შ., 1 975 წელს დაბადებული კ. ქ., აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1 998 წელს დაბადებული რ. მ., 1985 წელს დაბადებული რ. გ., 1 973 წელს დაბადებული ნ. ა. და 1 984 წელს დაბადებული რ. ა., თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1 974 წელს დაბადებული გ გ. და 1 971 წელს დაბადებული ა. კ. დააკავეს.

ჩამოთვლილი პირების გარდა, ნარკოდანაშაულისთვის 2 000 წელს დაბადებული გ.ქ. - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ხოლო 1980 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1986 წელს დაბადებული მ.გ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობა.

სამართალდამცველებმა მიმდინარე თვეში 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 2 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს.

2021 წლის 21 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. მისი კუთვნილი ბარგის შემოწმების შედეგად სამგზავრო ჩანთაში მოწყობილ სამალავში 2 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინია იქნა აღმოჩენილი. ბრალდებული ტრანზიტული გადაზიდვის გზით ცდილობდა ნარკოტიკის საქართველოში შემოტანას.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა, 15 დეკემბერს, თბილისში დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 1 კილო და 600 გრამი ჰეროინი ამოიღეს. ხოლო, 16 დეკემბერს, ლაგოდეხში, ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინია ამოღებული.

კომენტარები