რუსეთი

პროპაგანდისტული მედია RUSSIA TODAY გერმანიაში ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობს

გერმანიის მარეგულირებელი ორგანოს ცნობით, რუსული პროპაგანდისტული მედია, RT (Russia Today) ქვეყანაში ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობს და ამ საკითხთან დაკავშირებით სამართალწარმოება დაწყებულია. 

RT-ის გერმანულენოვანმა არხმა 16 დეკემბერს ნებართვის გარეშე დაიწყო სატელიტური მაუწყებლობა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. 

აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო, RT-ის მაუწყებლობის უფლება სექტემბერში შეუჩერდა. გარდა ამისა, YouTube-მა მისი გერმანულენოვანი არხი წაშალა.

YouTube-ის წარმომადგენლობის განმარტებით, RT არღვევდა სამომხმარებლო წესდებას და აქვეყნებდა ისეთ ვიდეომასალას, რომელიც შეიცავდა ცრუ ინფორმაციას COVID-19-ის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ.

გერმანიის მარეგულირებელი ორგანოსა და კომპანია Google-ის გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან კრიტიკა მოჰყვა

"საქმე გვაქვს უპრეცედენტო საინფორმაციო აგრესიასთან და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან. ეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ინტერნეტ და მედია ცენზურაა". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის მედიის მონიტორინგის სამსახური, როსკომნადზორი, რომელიც YouTube-ს ქვეყნის მასშტაბით აკრძალვით დაემუქრა

აღსანიშნავია, რომ RT აშშ-ის ე.წ. შავს სიაშია და 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტი გამოცემის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

კომენტარები