NATO-რუსეთი

ლამბრეხტი: რუსეთის შეთავაზებას განვიხილავთ, მაგრამ NATO-ს პოზიციებს ვერ უკარნახებენ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ქრისტინ ლამბრეხტი
dw.com

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ქრისტინ ლამბრეხტის თქმით, NATO რუსეთის შეთავაზებებს განიხილავს, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს პოზიციებს ვერ უკარნახებს. 

უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე, 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

"ერთმანეთთან საუბარია საჭირო, რაც ნიშნავს რუსეთის შეთავაზებების განხილვას, მაგრამ რუსეთი NATO-ს პარტნიორებს პოზიციებზე ვერ უკარნახებს", – თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ლიტვაში, რუკლაში ვიზიტის დროს. 

"ჩვენ ამჟამინდელი დაძაბულობა დიპლომატიურ დონეზე უნდა გდავჭრათ, მაგრამ სანდო შემაკავებელი ქმედებაც გვჭირდება", – თქვა ლამბრეხტმა. 

კომენტარები