ტაიფუნი

ფილიპინებს ტაიფუნმა ნოკ-ტენმა გადაუარა, დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი

AP

ფილიპინების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ტაიფუნმა ნოკ-ტენმა გადაუარა.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, ტაიფუნი ამჟამად ფილიპინების დედაქალაქ მანილას უახლოვდება. მათივე ცნობით, ფილიპინების უსაფრთხოების სამსახური განგაშის რეჟიმზეა გადაყვანილი. 


ფოტო: EPA

ტაიფუნის მოახლოებამდე, ფილიპინების სანაპირო რეგიონებიდან დაახლოებით 220 000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. ისინი დროებით თავშესაფრებში არიან გადაყვანილები.

შეგახსენებთ, რომ ფილიპინებზე 2013 წელს მომხდარ სუპერტაიფუნ ჰაიანს 7350-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

2013 წელი - ტაიფუნი ჰაიანის შედეგი.
ფოტო: AFP

კომენტარები