პოლიტიკური კრიზისი

მეუფე იოანე შერიგებაზე: მხარეები უნდა შეთანხმდნენ, მკვლელმა მკვლელობა უნდა აღიაროს

როცა არის ორი დაპირისპირებული მხარე და არის სადაო საკითხები, მაშინ შეთანხმდნენ ამ სადაო საკითხებზე. დანაშაული აღიარებული უნდა იყოს. უნდა შევთანხმდეთ ტერმინებზე. მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს ვინც ჩაიდინა. აღიაროს რომ მკვლელობა ჩაიდინა, ეს მაინც გააკეთოს, ვინც იყო მკვლელი. ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე? დისტანციურად. ეს რა, არ იყო მკვლელობა?!

თქვა ქუთაისისა და გაენათის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". 16 დეკემბერს ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა.

კომენტარები