იუსტიციის სამინისტრო

ბრეგაძე: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიწყებთ პროექტს – ციფრული უნივერსიტეტი

სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ეს დიდწილად მსჯავრდებულის მიერ სათანადო გააზრებითა და ცოდნით მიიღწევა.

[...] სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად ვიწყებთ პროექტს სახელწოდებით ციფრული უნივერსიტეტი, რომლის ფარგლებშიც, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, მსჯავრდებულებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება დისტანციური სწავლების მეთოდით და დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას.

თქვა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას.

კომენტარები