კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 979 ახალი შემთხვევა

Covid 19-ით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 937 ტესტი და დადასტურდა 2 979 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 470 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.21%, ბოლო 14 დღის - 7.26%, ხოლო ბოლო 7 დღის - 6.76%.

ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 325 გამოვლინდა, აჭარაში - 229, იმერეთში – 493, ქვემო ქართლში – 135, შიდა ქართლში – 207, გურიაში – 109, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 184, კახეთში – 137, მცხეთა-მთიანეთში – 81, სამცხე-ჯავახეთში – 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 38 624, საიდანაც 5 798 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 107 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 31 719 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 447, მათგან 319 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 904 181 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 852 560 პაციენტი და გარდაიცვალა – 12 971.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები