ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

კანდელაკი: ხანგოშვილის საქმეზე საქართველო იქცევა, როგორც რუსეთის სატელიტი

ის რომ ხანგოშვილის საქმეზე გერმანული სასამართლოს გახმაურებული გადაწყვეტილებიდან 24 საათზე მეტის გასვლის შემდეგაც საქართველოს მთავრობა საერთოდ არაფერს არ ამბობს ამხელა ამბის მიუხედავად აჩვენებს რომ საერთაშორისო ასპარეზზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველო იქცევა როგორც რუსეთის სატელიტი.

ამაზე ისიც მეტყველებს რომ 2015 წელს თბილისის ცენტრში ხანგოშვილზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, რომლის დროსაც მას ქალაქის ცენტრში რვა ტყვია ესროლეს, სახელწიფო დემონტრაციულად არ იძიებს.

წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი. საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინში. მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს კი რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული. 15 დეკემბერს ვადიმ კრასიკოვს გერმანიის სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები