დოლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

16 დეკემბრის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0972 ლარია, ევროსი კი – 3.5017 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.15 თეთრით გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.0957 ლარი იყო.

ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 16 დეკემბრის ბოლოსთვის 3.5017 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4873 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ 1.44 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, 1 თურქული ლირის კურსი 0.2040 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.1146 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 17 დეკემბრიდან შევა.

კომენტარები