დოლარის კურსი

ლარი კიდევ ორი თეთრით გაუფასურდა

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 18 თებერვალიდან ერთი აშშ დოლარი 2,073 თეთრი ეღირება. უკვე ზედიზედ მეორე დღეა, ეროვნული ვალუტა ორი თეთრით უფასურდება. 

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 17 თებერვალს დადგენილი კურსი 2.05 ლარი იყო. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0,021 ლარი შეადგინა, რაც პრაქტიკულად დღეში 1%-იან გაუფასურებას წარმოადგენს. 

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს იანვარში ექსპორტის $68-მილიონიანი შემცირება და ფულადი გზავნილების $23-მილიონიანი კლება წარმოადგენს. ექსპორტის შემცირებასთან ერთად აღსანიშნავია იმპორტის ზრდა, რაც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას იწვევს. საქართველოში უცხოური ვალუტის მოცულობის შემცირება კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს. 

კომენტარები