დოლარის კურსი

ლარი კიდევ ერთი თეთრით გაუფასურდა

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 19 თებერვლიდან ერთი აშშ დოლარი 2.083 თეთრი ეღირება. ეროვნული ვალუტა კიდევ ერთი თეთრით გაუფასურდა. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 18 თებერვალს დადგენილი კურსი 2.073 ლარი იყო.

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს იანვარში ექსპორტის $68-მილიონიანი შემცირება და ფულადი გზავნილების $23-მილიონიანი კლება წარმოადგენს. ექსპორტის შემცირებასთან ერთად აღსანიშნავია იმპორტის ზრდა, რაც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას იწვევს. საქართველოში უცხოური ვალუტის მოცულობის შემცირება კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.

კომენტარები