ვაქცინაცია საქართველოში

თურნავა: გაზაფხულზე უარი ვთქვით ჩაკეტვაზე და გადავედით უპირატესად ვაქცინაციაზე

გაზაფხულზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, უარი ვთქვით ეკონომიკის ჩაკეტვაზე და პანდემიასთან ბრძოლაში გადავედით უპირატესად ვაქცინაციაზე, შედეგად გავხსენით და აღვადგინეთ ეროვნული ეკონომიკა, შევქმენით ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ხელსაყრელი გარემო, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა, ანუ ყველა გაგებით 2021 წელი არის სწრაფი აღდგენის წელი და შემდეგი მშვიდობიანი განვითარების საწინდარი

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პარლამენტში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია მხოლოდ ივლისის თვეში დაიწყო. 16 დეკემბრის მონაცემებით. ქვეყანაში ორჯერადად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 37.1%.

კომენტარები