კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 123 ახალი შემთხვევა

Covid 19-ით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 48 898 ტესტი და დადასტურდა 3 123 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 215 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.34%, ბოლო 14 დღის - 7.39%, ხოლო ბოლო 7 დღის - 6.86%.

ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 430 გამოვლინდა, აჭარაში - 243, იმერეთში – 481, ქვემო ქართლში – 115, შიდა ქართლში – 211, გურიაში – 88, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 214, კახეთში – 160, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 39 168, საიდანაც 5 882 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 137 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 32 149 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 476, მათგან 325 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 901 202 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 849 090 პაციენტი და გარდაიცვალა – 12 918.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები