კელი დეგნანი

დეგნანი: აშშ მხარს დაუჭერს იმ ინიციატივას, რომელიც პოლარიზაციის შემცირებას ხელს შეუწყობს

US Embassy Tbilisi, Georgia

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, აშშ მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.

"ჩემი შეხედულებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მართლაც კარგად აღწერა სამიტზე  დემოკრატიასთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილი სიტუაცია მისი შესანიშნავი შენიშვნებით, როგორც გამოწვევებზე, ასევე, შესაძლებლობებზე. მან მოუწოდა ინკლუზიური მმართველობისკენ, პოლარიზაციის შემცირებისა და დიალოგის დაწყებიკენ, რომელიც მოემსახურება საქართველოში გაჯანსაღების პროცესს. 

აშშ მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შუწყობს პოლარიზაციის შემცირებას და დაეხმარება იმ განხეთქილებების მოგვარებას, რომელიც ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში ანადგურებდა.

ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წამოაყენა კონსტიტუციით ქვეყნის გამაერთიანებლის როლში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთ ინიციატივებს. ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს არჩეულმა ლიდერებმა პარლამენტში განაგრძონ მუშაობა, რათა შემცირდეს პოლარიზაცია და ხელი შეუწყონ ინკლუზიურ მმართველობას", - ამბობს დეგნანი.

10 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან, როგორც პრეზიდენტმა, შერიგების ვალდებულება აიღო.

კომენტარები