პოლიტიკური კრიზისი

სტოლტენბერგი ღარიბაშვილს: მოგიწოდებთ ოპოზიციასთან მუშაობისკენ

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუშაობა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე. ასევე, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან მუშაობისკენ, რათა გადაჭრათ პოლიტიკური სხვადასხვაობები და შეამციროთ მაპოლარიზებელი რიტორიკა. NATO ელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემორკატიულ სტანდარტებს, რომლებზეც ბოლო წლებში ასე ბევრს მუშაობდა. 

ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილთა გამართული შეხვედრის ფარგლებში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კომენტარები