კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3278 ახალი შემთხვევა

Covid 19-ით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 50 585 ტესტი და დადასტურდა 3 278 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3890 პაციენტი.

დადადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.48%, ბოლო 14 დღის - 7.46%, ხოლო ბოლო 7 დღის - 6.96%.

ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 444 გამოვლინდა, აჭარაში - 189, იმერეთში – 472, ქვემო ქართლში – 175, შიდა ქართლში – 286, გურიაში – 81, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 231, კახეთში – 188, მცხეთა-მთიანეთში – 86, სამცხე-ჯავახეთში – 103, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 40 299, საიდანაც 5 887 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 144 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 33 268 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 472, მათგან 323 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 898 079 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 844 875 პაციენტი და გარდაიცვალა – 12 879.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები