კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 527 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 21 264 ტესტი

Covid 19-ით კიდევ 64 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 21 264 ტესტი და დადასტურდა 1 527 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 588 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.18%, ბოლო 14 დღის - 7.8%, ხოლო ბოლო 7 დღის - 7.45%.

ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან თბილისში 775 გამოვლინდა, აჭარაში - 97, იმერეთში – 216, ქვემო ქართლში – 71, შიდა ქართლში – 98, გურიაში – 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 119, კახეთში – 65, მცხეთა-მთიანეთში – 32, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 40 747, საიდანაც 6 138 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 183 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 33 426 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 515, მათგან 327 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 890 813 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 837 263 პაციენტი და გარდაიცვალა – 12 777.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები