კორონავირუსი საქართველოში

ციციშვილის კლინიკა: COVID 19-ით ინფიცირებული 2 ჩვილის მდგომარეობა მძიმეა

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

მისივე თქმით, სულ 106 პაციენტია მოთავსებული. 

"ყველაზე მძიმედაა 2. ერთი ახალშობილი და ერთი ჩვილი, რომლებიც პრაქტიკულად 1 კვირაზე მეტია მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან".- ამბობს ჩხაიძე.

მისივე თქმით, ეპიდვითარება დამაიმედებელი არ არის, რადგან "ახალ წელს საქართველოში ვერ მოვიშლით სტუმრიანობას, ამასთან გარეთ ბევრი გართობის საშუალებები იქნება, პლუს სეზონური ვირუსები, აქედან გამომდინარე ეპიდვითარება სასარგებლო ჩვენთვის არ იქნება".


12 დეკემბრის მონაცემებით, Covid 19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 35 841 ტესტი და დადასტურდა 2 922 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 999 პაციენტი.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები