ქართული ოცნება

კალაძე ოლსონზე: ჩემი პრობლემა იყო, მე არ ვიცოდი ეს თანამდებობა

არასდროს ჩვენი უცხოელი პარტიორებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მათ შორის, არც გუშინ. არ არსებობს ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი. გაუგებარია იან კელის განცხადება. მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია და თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელიმე უცხოელ მეგობარს მივაყენე შეურაცხყოფა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. გუშინდელი ჩემი რეპლიკა არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის დაკონკრეტების ნაწილში. მე არ ვიცოდი ეს თანამდებობა, თორემ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალძემ. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის მიერ ქართული ოცნების ხელისუფლების კრიტიკის შემდეგ, კახა კალაძემ ჟურნალისტებს კითხვა შეუბრუნა – "ვინ არის? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?". 

კომენტარები