კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 454 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 7.06%-ია

Covid 19-ით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 54 470 ტესტი და დადასტურდა 3 454 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 334 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.06%, ბოლო 14 დღის - 8.06%, ხოლო ბოლო 7 დღის - 7.74%.

ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 575 გამოვლინდა, აჭარაში - 148, იმერეთში – 543, ქვემო ქართლში – 226, შიდა ქართლში – 280, გურიაში – 93, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 236, კახეთში – 166, მცხეთა-მთიანეთში – 86, სამცხე-ჯავახეთში – 84, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 44 723, საიდანაც 6 266 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 172 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 37 285 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 555, მათგან 344 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 882 822 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  825 442 პაციენტი და გარდაიცვალა –   12 631.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები