დემნა გვასალია

DEMNA – დღეიდან დემნა გვასალია მხოლოდ სახელით იქნება მოხსენიებული

Vogue

დღეიდან ქართველ დიზაინერი, დემნა გვასალია, ოფიციალურად მხოლოდ Demna(დემნა)-თი იქნება მოხსენიებული. ინფორმაციას თავად Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი Instagram-ზე ავრცელებს.

"დიდი ამბავი: დემნა ერთი სიტყვით იქნება მოხსენიებული, ისევე, როგორც რიანა, იე და დრეიკი.

დღეიდან დემნა მხოლოდ სახელს გამოიყენებს. რათა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს შემოქმედის სახელი დაბადების დროს მინიჭებული სახელისგან და შესაბამისად გამიჯნოს შემოქმედება პირადი ცხოვრებისგან". – წერია დიზაინერის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე.

დემნა გვასალია ქართველი დიზაინერია, რომელიც 2015 წლიდან დღემდე ბრენდ Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ისეთ მოდის სახლებში, როგორებიც არის Louis Vuitton, Vetements. არის "მოდის ოსკარად" წოდებული - CFDA Award-ის ჯილდოს ორგზის მფლობელი. 

კომენტარები