დემნა გვასალია

დემნა გვასალია ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს დაჯილდოების გამარჯვებულია

დემნა გვასალია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების - ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს დაჯილდოების [CFDA Awards] გამარჯვებულია.

Balenciaga-ს შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა კატეგორიაში - ქალის ტანსაცმლის საეთაშორისო დიზაინერი - გაიმარჯვა.

ამავე კატეგორიაში, მასთან ერთად წარდგენილები იყვნენ მიუჩია პრადა, რაფ სიმონსი და სიმონ პორტ ჟაკქმუსი.

დემნა გვასალიამ მოდის ოსკარად წოდებულ დაჯილდოებაში  პირველად 2017 წელს გაიმარჯვა.

კომენტარები