კომპიუტერულ თამაშ Fortnite-ს მოდის სახლ Balenciaga-ს მიერ შექმნილი ტანსაცმელი დაემატება.
ქსელური ვიდეოთამაშის მომხმარებლებს საკუთარი პერსონაჟებისთვის ოთხი განსხვავებული ჩაცმულობის მორგება შეეძლებათ. კოლექციის სახელწოდებაა Balenciaga Fit Set. იგივე ტანსაცმლის შეძენა მოდის სახლის მაღაზიებშიც იქნება შესაძლებელი.
Balenciaga ესპანური მოდის სახლია, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს. 2015 წლიდან ბრენდის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.




