დემნა გვასალია

დემნა გვასალია BRITISH FASHION COUNCIL-ის ჯილდოზეა ნომინირებული

12

ქართველმა დიზაინერი დემნა გვასალია British Fashion Council(BFA)-ის ჯილდოზეა ნომინირებული.

Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი წლის დიზაინერის კატეგორიაშია მოხვდა. ჯილდოსთვის ქართველი დიზაინერის გარდა წარდგენილები არიან:

დენიელ ლი – Bottega Vaneta

ჯონათან ანდერსონი – JW Anderson & LOEWE

კიმ ჯონსი – Dior Men & Fendi

მიუჩა პრადა – Raf Simons & Prada

ქართველი დიზაინერი ასევე წარდგენილია ამერიკული CFDA Awards -ის ნომინანტად, რომლის დაჯილდოება ნიუ-იორკში 10 ნოემბერს არის დაგეგმილი.

დემნა გვასალია ქართველი დიზაინერია, რომელიც 2015 წლიდან დღემდე ბრენდ Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ისეთ მოდის სახლებში, როგორებიც არის Louis Vuitton, Vetements. 2017 წელს მიიღო მოდის ოსკარად" წოდებული - CFDA Award-ის ჯილდო. 

წლევანდელი ბრიტანეთის მოდის საბჭოს დაჯილდოების მთავარი სპონსორი სოციალური ქსელი Tik Tok-ია. დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება. 

კომენტარები