საქართველოში კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 55 130 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 091 პაციენტი.
4 226 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 790 დადასტურდა, აჭარაში - 205, იმერეთში - 635, ქვემო ქართლში - 250, შიდა ქართლში - 366, გურიაში - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 316, კახეთში - 169, მცხეთა-მთიანეთი - 92, სამცხე-ჯავახეთში - 235, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 51.
8 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 874 806 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 817 963 გამოჯანმრთელდა, 12 519 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 45 298 აქტიური შემთხვევაა.
1 600 ადამიანია ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 601 პაციენტი მკურნალობს, აჭარაში - 129, იმერეთში - 483. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 344 ადამიანია, მათგან თბილისში - 189, აჭარაში - 36, იმერეთში - 32.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



