ჰოლივუდი

შეგ**ით სერ – რიდლი სკოტის პასუხი რუს კინოკრიტიკოსს

ოსკარის ნომინანტმა რეჟისორმა, რიდლი სკოტმა, რუსი კინოკრიტიკოსის, ანტონ დოლინის შეფასებას გინებით უპასუხა. 

"ძალიან რეალისტური ფილმია. გაცილებით უფრო რეალისტურია, ვიდრე თქენს მიერ გადაღებული ზეციური სამეფო და რობინ ჰუდი". – ამბობს დოლინი.

"შეგ**ით სერ, შეგ**ით, დიდი მადლობა, შეგ**ით, საკუთარ თავს შ**ცით სერ". – პასუხობს სკოტი.

კინომცოდნე სკოტის ბოლო ნამუშევარზე, უკანასკნელ დუელზე ლაპარაკობდა. ფილმმა მაყურებლის ნეგატიური შეფასება დაიმსახურა და კინოგაქირავებაში ჩაფლავდა. რეჟისორმა ისტორიული ბლოკბასტერის წარუმატებლობაში ახალი თაობის მაყურებელი დაადანაშაულა.

"დღეს გვყავს აუდიტორია, რომელსაც ტელეფონებზე გაიზარდა. მილანიელებს რამის სწავლა მხოლოდ ტელეფონით შუეძლიათ. ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ. დიდი ხანია ვისწავლე, რომ საკუთარი თავის კრიტიკოსი თავად უნდა იყო". – ამბობს რეჟისორი.

უკანასკნელი დუელის გარდა სკოტმა წელს ბიოგრაფიული დრამა გუჩის სახლი გადაიღო, რომელიც ამჟამად საქართველოს კინოთეატრებში გადის.

კომენტარები