უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი

ბლინკენი ზელენსკის: რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სახის ესკალაციას სერიოზული შედეგები მოყვება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსული აგრესიის შესახებ ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ბლინკენი Twitter-ის საშუალებით ავრცელებს.

"ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმის ზელენსკის უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ. მე მას გავუმეორე, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია. რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სახის ესკალაციას სერიოზული შედეგები მოყვება" - წერს ბლინკენი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შესახებ საუბარი 7 დეკემბერს, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორისაც შედგება. ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ვიდეოზარით შეხვდებიან.

კომენტარები