უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი

დონეცკის ოლქში აფეთქებებს მინიმუმ 4 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

უკრაინაში, რუსი ინტერვენტების მიერ კონტროლირებად დონეცკის ოლქში მომხდარ აფეთქებებს მინიმუმ 4 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

ეუთოს დამკვირვებლების ცნობით, ჭურვები ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად საგუშაგო პუნქტ ოლენიკასთან ახლოს მიმავალ მანქანებს დაეცა. მათი თქმით, იერიშის ადგილზე მათ სამი ავტომობილი განადგურებული დახვდათ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელმა მხარემ მოაწყო თავდასხმა, თუმცა უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ სამთავრობო ძალები ამ შეტევაში არ მონაწილეობდნენ.

კომენტარები