პეკინის ოლიმპიადა 2022

აშშ 2022 წლის პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს გამოუცხადებს

ამერიკელი დიპლომატები 2022 წლის პეკინის ოლიმპიადას ბოიკოტს გამოუცხადებენ.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ პეკინის ოლიმპიადაზე ოფიციალურ დელეგაციას არ გაგზავნის, ჩინეთში ადამიანთა უფლებების დარღვევების ფაქტების გამო.

ოფიციალური დელეგაციის არყოფნის მიუხედავად, ოლიმპიადაზე გამოვლენ სპორტსმენები და როგორც თეთრ სახლში ამბობენ, მათ მთავრობის სრული მხარდაჭერა ექნებათ.

ინფორმაცია სავარაუდო ბოიკოტის შესახებ რამდენიმე ხნით ადრე გავრცელდა, რასაც ჩინეთის საპასუხო ქმედებების მიღების მუქარა მოჰყვა.

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, ნენსი პელოსი, ჯერ კიდევ მაისში ამბობდა, რომ აშშ-ს 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, დიპლომატიური ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინა.

აშშ-ს კანონმდებლები და ადამიანის უფლებადამცველები აშშ-ს მთავრობას აქტიურად მოუწოდებდნენ, რომ პეკინის ოლიმპიადისთვის დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადებინათ, რაც გულისხმობს იმას, რომ სპორტსმენებს თამაშებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ, თუმცა მთავრობის პირები პეკინში არ ჩავლენ.

კომენტარები